понедельник, 13 мая 2019 г.

წრის სამუშაო გეგმა ,,ჩვენ და მატემატიკა" მეორე სემესტრი


                                  წრის    მეცადინეობის   გეგმა
                                                    III  კლასი
                                            2019 სასწავლო წელი.   
                                                მეორე სემესტრი 
          წრის სახელწოდება: ,,ჩვენ და მათემატიკა".
         მასწავლებელი: ნაზიბროლა მახარაძე   
        სკოლა: სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლა.
       კლასი: მე-3
      მუშაობის ხანგრძლივობა: 45წთ.
      მოსწავლეების რაოდენობა: 17
 საწრეო მუშაობა მათემატიკაში მიზნად ისახავს  მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევას მათთვის  რთულად  შესათვისებელ საკითხებზე.  ეს მეცადინეობები მათ დაეხმარებათ მიღებული ცოდნის განმტკიცებაში, და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებასა და მათემატიკური  უნარ-ჩვევბის ამაღლებაში. ასეთი მუშაობები ზრდისმოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მათი მოტივაციის  ზრდას  და აძლიერებს სწავლის სურვილს.
       როგორც აღმოჩნდა  მოსწავლეებში რთულად შესასწავლი საკითხი იყო გამრავლება - გაყოფის სწორად გააზრება და შესწავლა. ამიტომაც გადავწყვიტე  ამ მხრივ დახმარება გამეწია მათთვის. 
 დაგეგმილი მეცადინეობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითანალიზის, მოსწავლეთა დაკვირვებისა და კვლევა-ძიების  უნარის განვითარებას ცალკეული საკითხების დასამუშავებლად , რაც თავისთავად აისახება  მათ პიროვნულ  განვითარებაზე.    



                          (მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ ორშაბათს)




      #
რიცხვი
თემა
აქტივობა
რესურსი
შენიშვნა
13
04/02/19
სიგრძის საზომი ერთეული-დეციმეტრი
მოსწავლეებს გავაცნობ მონაკვეთის სიგრძის საზომ ახალ ერთეულს-დეციმეტრს, მის კავშირს სიგრძის საზომ სხვა ერთეულთან, კერძოდ სანტიმეტრთან.
მაკრატელი, ფანქარი, სახაზავი, თაბახის ფურცელი და საწერკალამი

14
11/02/19
კუთხე-მართკუთხედი
მოსწავლეებს გავაცნობ კუთხეს,მართ კუთხეს,  კვადრატს, კვადრატის პერიმეტრს.
სახაზავი, თაბახის ფურცელი, მაკრატელი, კალამი.

15
18/02/19
გამრავლების გადანაცვლებადობის თვისების შესწავლა
მოსწავლეებს გავაცნობ და შევასწავლი გადანაცვლებადობის თვისებას.
თაბახის ფურცელი, კალამი, ცარცი და დაფა

16
25/02/19
10-ის გამრავლება რიცხვზე და რიცხვის გამრავლება 10-ზე.
შევასწავლი 10-ის გამრავლებას რიცხვზე და რიცხვის გამრავლებას 10-ზე
თაბახის ფურცელი, კალამი, დასარიგებელი ბარათები

17
04/03/19
რიცხვის გამრავლება 2-ზე 2-ის გამრავლება რიცხვზე
მოსწავლეებს ვასწავლი რიცხვის 2-ზე გამრავლება და 2-ის რიცხვზე გამრავლება. შევადგენთ რიცხვების: 1,2,3,4,5-ის გამრავლების ცხრილს და შევასრულებთ სავარჯიიშოებს მის ასათვისებლად.
თაბახის ფურცელი, კალამი. დაფა და ცარცი

18
18/03/19
რიცხვის 3-ზე გამრავლება და 3-ის რიცხვზე გამრავლება
შევასწავლი 3-ზე გამრავლებას. შევადგენთ 1,2,3,4,5,6-ის 3-ზე გამრავლების ცხრილს და შევასრულებთ სავარჯიშოებს მის ასათვისებლად.
ორი პლაკატი ( ერთი განვლილი მასალისთვის, მეორე ახალი მასალისთვის).   თაბახის ფურცელი და კალამი.

19
25/03/19
3,4-ის გამრავლება რიცხვზე და რიცხვის გამრავლება 3, 4-ზე
შევასწავლი 3, 4-ის გამრავლება რიცხვზე და შესაბამისი ცხრილის შედგენას.
ჩხირები და ასანთის ღერები. თაბახის ფურცელი და კალამი

20



01/04/19
5-ზე გამრავლება და 5-ის გამრავლება
ვამუშავებ ზეპირ ანგარიშზე და ერთმოქმედებიანი მარტივ ამოცანებზე (ზეპირად) გამრავლების მოქმედების გამოყენებით.
თაბახის ფურცელი და საწერკალამი

21
08/04/19
1-ზე და 0-ზე გამრავლება.


1-ზე გაყოფა, 0-ის გაყოფა რიცხვზე.
შევასწავლი რიცხვის 1-ზე და 0-ზე გამრავლებას. განუვითარებ ამ ციფრებზე გამრავლების უნარს.

 განუვითარებ რიცხვის-1-ზე გაყოფასა და 0-ის რიცხვზე გაყოფის უნარებს. გაიზრონ რატომ არ შეიძლება 0-ზე გაყოფა.
გამრავლების ცხრილი, თაბახის ფურცლები და საწერკალამი.

22
15/04/19
    შემაჯამებელი სამუშაო
ტესტის სახით შევაჯამებთ გამრავლებას.
წინასწარ შედგენილი ტესტი

23
22/04/19
გამრავლებისა და გაყოფის მოქმედებებს შორის კავშირის გაცნობა.
მოსწავლეებს გავამეორებინებ გამრავლების ცხრილს, ამოვახსნევიებ მარტივ საზეპირო ამოცანებს, გაიხსენებენ რაც იციან გაყოფის შესახებ.
გამრავლების ცხრილი, თაბახის ფურცელი და  საწეკალამი

24
06/05/19
რიცხვის რამდენჯერმე გაზრდა, შემცირება და რიცხვების ჯერადი შედარება.
მოსწავლეებს გავაცნობ ,, ჯერ მეტი“ ,,ჯერ ნაკლები“ შინაარსს და განამტკიცებენ 1-2 მოქმედებიანი ამოცანებით.
გამრავლების ცხრილი, თაბახის ფურცელი და საწერ კალამი

25
13/05/19
რიცხვის გამრავლება ჯამზე, ჯამის გამრავლება რიცხვზე.
ამ მასალას დავაწყებიებ ამოცანის ამოხსნით, ამოვახსნევიებ ორი გზით და დავაწერიებ შესაბამის გამოსახულებებს.
თაბახის ფურცელი და საწერკალამი

26
20/05/19
რიცხვის გაყოფა ჯამზე, ჯამის გაყოფა რიცხვზე.
ჯამის რიცხვზე გაყოფის წესის გამოყვანისას დავიწყებ სავარჯიშოებით, რომელთა ამოსახსნელათ ცხრილურ გაყოფას გამოვიყენებ.
თაბახის ფურცელი და კალამი

27
27/05/19
მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობა.
მოსწავლეებმა შეძლონ გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლისას მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობის დაცვა.
თაბახის ფურცელი და კალამი

28
03/05/19
შემაჯამებელი გაკვეთილი
ტესტური მუშაობა
წინასწარ შედგენილი ტესტი



                               საწრეო მუშაობის მეცამეტე დღე
                                                            04.02.2019.

  წრის მეცადინეობის მეცამეტე შეხვედრის თემა იყო ,,სიგრძის საზომი ერთეული დეციმეტრი". მოსწავლეებს გავაცანი მონაკვეთის სიგრძის საზომი ახალი ერთეული დეციმეტრი და ვიმუშავეთ  სიგრძის საზომ სხვა ერთეულთან, კერძოდ სანტიმეტრთან. დეციმეტრი გადავიყვანეთ სანტიმეტრში და სანტიმეტრი გადავიყვანეთ დეციმეტრში.
                      საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:





                                საწრეო მუშაობის მეთოთხმეტე დღე   
                                                  11.02.2019.                                   
   წრის მეცადინეობის მეთოთხმეტე შეხვედრის თემა იყო ,,კუთხე მართკუთხედი". მოსწავლეებს გავაცანი კუთხე, მართ კუთხედი,  კვადრატი, კვადრატის პერიმეტრი. მოსწავლეებმა ხალისით დახაზეს მართკუთხედი და კვადრატი და გამოთვალეს პერიმეტრი.

                    საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:


                   საწრეო მუშაობის მეთხუტმეტე დღე

                                                                     18.02.2019.
      წრის მეცადინეობის მეთხუტმეტე შეხვედრის თემა იყო ,,გამრავლების გადანაცვლებადობის თვისების შესწავლა". მოსწავლეებს გავაცანი და შევასწავლე გადანაცვლებადობის თვისება. მოსწავლეებმა ხალისიანად შეასრულეს გადანაცვლებადობის სხვადასხვა გამოსახულებები.


                      საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:


                              საწრეო მუშაობის მეთექვსმეტე დღე

                                                                
                                                                  25.02.2019
     წრის მეცადინეობის მეთექვსმეტე შეხვედრის თემა იყო ,,10-ის გამრავლება რიცხვზე და რიცხვის გამრავლება 10-ზე" მოსწავლეებს შევასწავლე 10-ის გამრავლება რიცხვზე და რიცხვის გამრავლება 10-ზე, შეასრულეს დაფაზე გამოსახულებეი და ბოლოს წინასწარ გამზადებული ბარათები დაურიგე და ხალისიანათ გაართვეს თავი.

                         საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:

                   


  

                                     საწრეო მუშაობის მეჩვიდმეტე დღე   
                                                         04.03.2019. 
  წრის მეცადინეობის მეჩვიდმეტე სამუშაო თემა იყო ,,2-ის გამრავლება რიცხვზე და რიცხვის გამრავლებაზე 2-ზე". მოსწავლეებს ვასწავლე  რიცხვის 2-ზე გამრავლება და 2-ის  გამრავლება რიცხვზე . შევადგინეთ რიცხვების: 1,2,3,4,5-ის გამრავლების ცხრილს და შევასრულეთ გამოსახულებები მის ასათვისებლად.



                           საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:





                                 საწრეო მუშაობის მეთვრამეტე დღე   
                                                         18.03.2019.
    წრის მეცადინეობის მეთვრამეტე სამუშაო დღის თემა იყო ,3-ის გამრავლება რიცხვზე და რიცხვის გამრავლება 3-ზე".  შევასწავლე 3-ზე გამრავლება. შევადგინეთ 1,2,3,4,5,6-ის 3-ზე გამრავლების ცხრილი და შევასრულეთ სავარჯიშოები მის ასათვისებლად. ბავშვები ხალისით ასრულებდნენ გამოსახულებებს.

                              საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:




                                  საწრეო მუშაობის მეცხრამეტე დღე 
                                                   25.03.2019. 
    წრის მეცადინეობის მეცხრამეტე სამუშაო დღის თემა იყო ,, 3, 4-ის გამრავლება რიცხვზე და რიცხვის გამრავლება 3,4-ზე" შევასწავლე 3, 4-ის გამრავლება რიცხვზე და შესაბამისი ცხრილის შედგენა.

                         საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:







                                      საწრეო მუშაობის მეოცე დღე 

                                                                                                                                                                                                   01.04.2019.

     წრის მეცადინეობის მეოცე სამუშაო დღის თემა იყო ,,-5-ზე გამრავლება და 5-ის გამრავლება". ვამუშავე ზეპირ ანგარიშზე და ერთმოქმედებიან მარტივ ამოცანებზე (ზეპირად) გამრავლების მოქმედების გამოყენებით. ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი და კმაყოფილებიც დარჩნენ. 


                    საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:






                                 საწრეო მუშაობის ოცდამეერთე დღე 
                                                      08.04.2019.
     წრის მეცადინეობის ოცდამეერთე სამუშაო დღის თემა იყო ,, 1-ზე და 0-ზე გამრავლება" და ,,1-ზე გაყოფა, 0-ის გაყოფა რიცხცზე". შევასწავლე და ვიმუშავეთ რიცხვის 1-ზე და 0-ზე გამრავლება. განუვითარდათ ამ ციფრებზე გამრავლების უნარი. განუვითარდათ რიცხვის 1-ზე გაყოფისა და 0-ის რიცხვზე გაყოფის უნარარები. გაიაზრეს რატომ არ შეიძლება 0-ზე გაყოფა.

                      საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:





                                      საწრეო მუშაობის ოცდამეორე დღე 
                                                              15.04.2019.
     წრის მეცადინეობის ოცდამეორე სამუშაო დღის თემა იყო ,,შემაჯამებელი სამუშაო". წინასწარ შევადგინე ტესტი გამრავლების შეჯამება, ბავშვებმა კარგათ გაართვეს თავი ტესტურ დავალებას, საჭიროების შემთხვევაში ვუწევდი დახმარება. 

                            საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:






                               საწრეო მუშაობის ოცდამესამე დღე
                                                          22.04.2019.

        წრის მეცადინეობის ოცდამესამე სამუშაო დღის თემა იყო ,,გამრავლებისა და  გაყოფის მოქმედებებს შორის  კავშირის გაცნობა". მოსწავლეებმა გაიმეორეს გამრავლების ცხრილი, ამოხსნეს მარტივი საზეპირო ამოცანები, გაიხსენეს რაც იციან გაყოფის შესახებ. იმუშავეს და გააკეთეს გამრავლებისა და გაყოფის გამოსახულებები.

                          საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:






                                საწრეო მუშაობის ოცდამეოთხე დღე
                                                          06.05.2019.
  წრის მეცადინეობის ოცდამეოთხე სამუშაო დღის თემა იყო ,,რიცხვის რამდენჯერმე გაზრდა, შემცირება და რიცხვების ჯერადი შედარება". მოსწავლეებს გავაცანი ,,ჯერ მეტი", ,,ჯერ ნაკლების" შინაარსი და განვამტკიცებინე 1-2 მოქმედებიანი ამოცანები, ამოვახსნევიე გამოსახულებები და შევადარებინე. საინტერესო და სასარგებლო სამუშაო დღე იყო.


                     საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:








                              საწრეო მუშაობის ოცდამეხუთე დღე 

                                                              13.05.2019.

წრის მეცადინეობის ოცდამეხუთე სამუშაო დღის თემა იყო ,,რიცხვის გამრავლება ჯამზე, ჯამის გამრავლება რიცხვზე". მოსწავლეებს ამ მასალით დავაწყებინე ამოცანების ამოხსნა, ამოვახსევინე ორი გზით და დავაწერიე შესაბამისი გამოსახულებები. წარმატებული და ნაყოფიერი დღე იყო.

                          საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:




                                საწრეო მუშაობის ოცდამეექვსე დღე 
                                                   20.05.2019. 
   წრის მეცადინეობის ოცდამეექვსე დღის თემა იყო ,,რიცხვის გაყოფა ჯამზე, ჯამის გაყოფა რიცხვზე". ჯამის რიცხვის გაყოფის წესის გამოყვანისას დავიწყე სავარჯიშოები. რომელთა ამოსახსნელათ გამოვიყენე ცხრილური გაყოფა. შევასრულებინე გაყოფაზე გამოსახულებები. დღევანდელი დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი.

                       საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:





                           საწრეო მუშაობის ოცდამეშვიდე დღე 
                                                  27.05.2019.
   წრის მეცადინეობის ოცდამეშვიდე სამუშაო დღის თემა იყო ,,მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობა". მოსწავლეებმა შეძლეს გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლის თანმიმდევრობათა შესრულების თანმიმდევრობის დაცვა. ვამუშავე შეკრება გამოკლების და გამრავლება გაყოფის თანმიმდევრობებზე.

                           საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:





  

                              საწრეო მუშაობის ოცდამერვე დღე 
                                                  03.06.2019.
 წრის მეცადინეობის ოცდამერვე სამუშაო დღის თემა იყო ,, შემაჯამებელი გაკვეთილი". მოსწავლეებმა იმუშავეს ტესტურ მუშაობაზე. 

                            საწრეო მუშაობის ამსახეველი ფოტომასალა:






                         საწრეო მუშაობის შეფასება




















Комментариев нет:

Отправить комментарий